რუსთავში სასაფლაო იწვის

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქ რუსთავში, სასაფლაოზე ხანძარს სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ებრძვის. ცეცხლი ბალახს უკიდია. ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავში სასაფლაოს ტერიტორიაზე მეხანძრეები ცეცხლს ებრძვიან, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სასაფლაოზე ბალახი იწვის. რამხელა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0