„პირველი არხის“ თანამშრომელს სამი დღეა ეძებენ

გამოწერა
„პირველი არხის“ ოპერატორის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ამ დრომდე არაფერია ცნობილი. მეგობრები სანდროს ამ წუთებში თიანეთის გზატკეცილზე ეძებენ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ თანამშრომელს, ოპერატორ სანდრო ბერაძეს ოჯახი უკვე სამი დღეა ეძებს. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

„თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დარეკოთ ნომრებზე 599 72 23 10; 577 25 00 45; 599 57 99 34“, – ავრცელებენ სანდროს მეგობრები „ფეისბუქზე“.

ოჯახის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.

ყველა ახალი ამბავი
0