მამა არასრულწლოვან შვილს დაქორწინებას აიძულებდა - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არასრულწლოვანი გოგონას მამას ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. კახეთში სამართალდამცველებმა მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით,  საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 44 წლის მამაკაცი საკუთარ შვილს, 17 წლის გოგონას მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქორწინებას აიძულებდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
„ნუ წაართმევ ბავშვობას“ – საქართველოში ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნითა და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, პოლიციამ მისი მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.

უწყების ცნობით, გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ქორწინება იძულებით: მშობლებმა ქალიშვილი ჯერ გაყიდეს, შემდეგ კი სასტიკად აწამეს >>

გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ორიდან ოთხ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0