თბილისის ცენტრში მოქალაქე იარაღის მსგავსი საგნით დააყაჩაღეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულს მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ერთ-ერთი კაზინოს ვესტიბიულში მიაკვლიეს

თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით, 48 წლის მამაკაცი  დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, 26 მაისის მოედანზე, 51 წლის მოქალაქეს იარაღის მსგავსი საგნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1100 ლარი წაართვა და მიიმალა.

„დაზარალებულმა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ა.თ.-ს გარეგნული ნიშნები აღუწერა და მისი წასვლის მიმართულება მიუთითა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ყაჩაღებმა წალკაში მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს >>

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ერთ-ერთი კაზინოს ვესტიბიულში მიაკვლიეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ადგილზე ჩაატარა მისი პირადი ჩხრეკა და უკანონოდ მოპოვებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც.

უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი  ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0