ხაზარაძის საქმე – სასამართლოზე ადვოკატმა და პროკურორმა იკამათეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ხაზარაძის საქმის სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო.

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ადვოკატსა და პროკურორს შორის დაპირისპირებით დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი სხდომა „თიბისი ბანკის“ მიერ 17 მლნ დოლარის გათეთრების საქმეზე.

პროკურატურა: 6 სექტემბერს არანაირი შეხვედრა არ იგეგმება >>

საქმის გამოძიება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. პროკურატურის ვერსიით, საქმე ეხება 2008 წელს „თიბისი ბანკის" საბანკო ოპერაციის მეშვეობით 17 მილიონი დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ავთანდილ წერეთლის კუთვნილი კომპანიების – „სამგორი თრეიდისა" და „სამგორი М"-ის დახმარებით. ბრალდება წაუყენეს წერეთელს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ხაზარაძე: ეს თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება

პირველივე სასამართლო სხდომაზე, რომელზეც მტკიცებულებების დაშვების საკითხი განიხილებოდა, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ დაცვის მოწმეების ჩვენებები წარმოადგინა.

„მთავარი მოწმეები უცხოეთში გამოკითხეს. ისინი უცხოეთში ცხოვრობენ. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მათ მოითხოვეს დაცვის მხარის მიერ საზღვარგარეთ ჩატარებული მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების, კერძოდ, ამ საქმის მთავარი მოწმეების გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობა“, – განუცხადა კორძაძემ ჟურნალისტებს.

ამის პასუხად პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ „დაცვის მხარეს არ აქვს უფლება, მოიპოვოს მტკიცებულებები უცხოეთში და ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები“.

ადვოკატი: უკეთესი იქნება, თუ წერეთელი ციხეში ჩაჯდომას გირაოს გადახდას ამჯობინებს >>

კორძაძეს იმედი აქვს, რომ მოსამართლე დაუშვებს მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ის დარწმუნებულია, რომ მისი მოწმეების ჩვენებები საქმის მსვლელობას შეცვლის და ის შეძლებს ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის უდანაშაულობის დამტკიცებას.

ხაზარაძე და ჯაფარიძე მათ წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. სექტემბერში ხაზარაძემ ჯაფარიძესთან ერთად დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ და შემდგომში მისი პარტიად გარდაქმნაც დააანონსა, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

სისხლის სამართლის საქმის დეტალები

ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" იხურება?

2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

2008 წლის ოქტომბერ–ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით, ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.

„თიბისი ბანკს" არ მოუთხოვია 17 მლნ დოლარის დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.

გირაო გადახდილია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სასამართლოს მოთხოვნა შეასრულეს >>

17 მლნ დოლარის დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მოიპოვა უფლება, მოითხოვოს ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.

ყველა ახალი ამბავი
0