ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის გოგონა ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმი–ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
კახეთში საავტომობილო ავარიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

ავტოავარიის შედეგად 15 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მამა და ორი წლის შვილი კი მსუბუქად დაშავდნენ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მედიკოსების განცხადებით, მამაკაცს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მან კლინიკა მალე დატოვა. რაც შეეხება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას მსუბუქი დაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული. იგი დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს, გამოკვლევის შემდეგ კი მცირეწლოვანიც ბინაზე გაწერეს.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

ყველა ახალი ამბავი
0