სექს-სკანდალი საქართველოში: საკრებულოს დეპუტატს ბრალი წარედგინა

© photo: Ilia Jishkariani / FBილია ჯიშკარიანი
ილია ჯიშკარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენა

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან", ილია ჯიშკარიანი სამართალდამცველებმა თანაშემწე ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების განხორციელებასა და ცემაში დაადანაშაულეს,  იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
დეპუტატის მიერ სავარაუდო ძალადობა – სახალხო დამცველი გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ისნის მაჟორიტარ დეპუტატს ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი უკვე წარუდგინა.

რაც შეეხება თამთა თოდაძეს, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ.

თამთა თოდაძის თქმით, დეპუტატი მასთან სექსუალურ კონტაქტს შეეცადა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან მას ურთიერთობაზე უარი უთხრა და მომხდარის ტელეფონზე გადაღებით დაემუქრა, ჯიშკარიანმა ის სცემა, ხოლო ტელეფონი დაუმტვრია.

„ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

სექს-სკანდალი თბილისში: საკრებულოს დეპუტატი თანაშემწეს ავიწროებდა >>

ილია ჯიშკარიანს ბრალი წარედგინა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“, სადაც რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

ბრალდებულს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

ყველა ახალი ამბავი
0