ასეც ხდება: ჯერ ინტიმურ ფოტოებს უგზავნი, შემდეგ კი... შსს-მ ერთი პირი დააკავა

© сайт ФБРმამაკაცი კომპიუტერთან
მამაკაცი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული საკუთარ ანგარიშზე, გამოძალვის გზით, ქალს ფულს სისტემატურად არიცხინებდა, სანაცვლოდ ინტიმურ კადრებს არ ასაჯაროებდა

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გორში გამოძალვის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ქალი, რომელთანაც ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. ქალმა საკუთარი სურვილით გაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ამის შემდეგ ბრალდებული აზარტული თამაშების ერთ-ერთი ვებ-გვერდის საკუთარ ანგარიშზე, გამოძალვის გზით, დაზარალებულ ქალს სისტემატურად არიცხინებდა ფულს, სანაცვლოდ კი მის მიერ გაგზავნილ კადრებს არ ასაჯაროებდა.

სექს-სკანდალი თბილისში: საკრებულოს დეპუტატი თანაშემწეს ავიწროებდა >>

ბრალდებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გამოძალვას გულისხმობს და 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0