„სარფის“ საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

CC0 / Pixabay / stevepb / ნარკოტიკი
ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონის“ შემცველი 10 აბი აღმოაჩნდა.

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. იმერეთის პოლიციამ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 52 წლის ბ.ჩ. დააკავა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონის“ შემცველი 10 აბი ნივთმტკიცების სახით  ამოიღო.

თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს >>

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0