საქართველო-თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა - დაკავებულია ორი უცხოელი

© Sputnik / STRINGERპოლიცია სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე
პოლიცია სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული არიან კამერუნის რესპუბლიკის მოქალაქეები

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კამერუნის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას.

სერიული ქურდობები ხულოში გახსნილია: 24 წლის კაცმა 78 აგარაკი გაქურდა >>

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ზაფხულის სამი თვის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქე მისცა.

ყველა ახალი ამბავი
0