მაღაზია „ზუმერის” გაქურდვის ფაქტზე 16 წლის მოზარდები დააკავეს - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეკინის გამზირზე მდებარე მაღაზია „ზუმერიდან“ ბრალდებულებმა მობილური ტელეფონები და აქსესუარები მოიპარეს

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. პეკინის გამზირზე ტექნიკის მაღაზია „ზუმერის" გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

საქართველოში არასრულწლოვანი დამნაშავეებისთვის მიკროციხეები გაჩნდება >>

მაღაზია „ზუმერი“ 17 სექტემბერს გაქურდეს.

ორივე დაკავებული 16 წლისაა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „ზუმერში“ უკანონოდ შეაღწიეს, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მობილურ ტელეფონებს, სხვადასხვა სახის აქსესუარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებულების მიერ მოპარული და თბილისში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში დამალული ტელეფონების ყუთები და მათში არსებული აქსესუარები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

თბილისში მაღაზია „ზუმერი" გაქურდეს >>

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0