„ის სიკვდილს ებრძოდა" – ნარკოზის შედეგად გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ჩივილს აპირებენ

© photo: Sputnik / Varvara Gertye / გადასვლა მედიაბანკშიწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილის ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ გოგონა ექიმების შეცდომის მსხვერპლი გახდა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლები ექიმის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ, იუწყება TV Pirveli.

საოპერაციო - Sputnik საქართველო
რუსთავში 18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

გოგონას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ოჯახის წევრების განცხადებით, მას ცხვირის ძგიდის გასწორება სურდა, რადგანაც ნორმალურად სუნთქვას ვერ ახერხებდა.

„ბავშვს (ნარკოზზე) სინჯის გაკეთების შემდეგ რეაქცია ჰქონდა და ამის შესახებ მათ უთხრა. ჯანდაცვის სამინისტრომ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რამდენი დაღუპეს და კიდევ დაღუპავენ. რა, რომელიმე საქმე გაიხსნა?!" – განაცხადა გოგონას დეიდამ ლოლა სალაყაიამ.

ოპერაციის დაწყებამდე 40 წუთით ადრე ექიმებმა გოგონას სინჯი გაუკეთეს, რის შემდეგაც გოგონას ხელი შეუწითლდა, თუმცა ექიმებმა ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქციეს და განაცხადეს, რომ პრობლემები არ იქნებოდა.

„ის სიკვდილს ებრძოდა. სამჯერ მოკვდა, სამჯერ გაუჩერდა გული. მაგრამ ბოლოს მისი შველა მაინც ვერ მოხერხდა. ოპერაცია არც დაწყებულა. მათ ნარკოზის დიდი დოზა მისცეს", – განაცხადა გოგონას ბებიამ ლარისა შენგელიამ.

პაციენტი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
სასიკვდილო პლასტიკა: ექიმებმა გოგონას გარდაცვალების მიზეზი დაასახელეს

გოგონას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. იგი სენაკში, მამისეულ სახლში გადაასვენეს.

კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, პაციენტს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და ექიმები მის გადარჩენას ათი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ექიმების განცხადებით, გაკეთდა ყველა ანალიზი და სინჯი, თუმცა ეს არაა საიმისო გარანტია, რომ მსგავსი გართულება თავიდან იქნას აცილებული.

ანაფილაქსიური შოკი ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინებაა, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. შემთხვევების 10-20% მთავრდება ლეტალური შედეგით.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ("გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა") უკვე აღძრულია, რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0