მაშველებმა ძაღლი დახრჩობას გადაარჩინეს

გამოწერა
ძაღლის დასახმარებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე სამაშველო ჯგუფი იყო გასული.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. მაშველებმა მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა თბილისში დღეს მოხდა.

უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ მტკვარში ჩავარდნილი იყო ძაღლი და უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვერ ახერხებდა.

„მაშველებმა მოტონავის საშუალებით ძაღლი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობარი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოხლეს საფრთხე აღარ ემუქრება", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ძაღლის დასახმარებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე სამაშველო ჯგუფი იყო გასული.

ყველა ახალი ამბავი
0