ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში: არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Stringerპოლიციური ლენტი
პოლიციური ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომანქანის მძღოლმა და სამმა მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღო

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ზემო ფონიჭალაში Nissan-ის მარკის ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა და სამმა მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

ოთხივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0