1000-მდე აბი „სუბოქსინი" – პოლიციამ თურქეთის მოქალაქე დააკავა

გამოწერა
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - Sputnik საქართველო
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – ვიდეო

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 684 აბი „სუბოქსინი", ხოლო მისი დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას 263 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – ჯამში 947 აბი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0