მარნეული-თელეთის გზაზე სატვირთო გზიდან გადავიდა და გადატრიალდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციური ლენტი
პოლიციური ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მარნეული-თელეთის გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა, იუწყება პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ავარიის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მცირე ხნით საცობი შეიქმნა, რამაც მოძრაობა შეაფერხა.

ყველა ახალი ამბავი
0