თბილისში ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის აღკვეთის ზომაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული კვლავ აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისში, პეკინის გამზირზე პატარა ბავშვებზე დანით თავდასხმაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ზომის შეფარდების საკითხზე პარასკევს იმსჯელებს, განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინციდენტი 27 აგვისტოს პეკინის გამზირზე მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა მოულოდნელად ჩანთიდან ამოიღო დანა და პატარა ბავშვს სახეზე რამდენჯერმე გადაუსვა. ბავშვი 2015 წელს არის დაბადებული. ამას გარდა, ქალმა ბავშვის დის დაჭრაც მოინდომა, მაგრამ მშობლებმა მისი გადარჩენა მოასწრეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
„ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია“: მცირეწლოვანის დაჭრისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარუდგინეს

დაშავებულ ბიჭუნას ნაკერები დაადეს. მას ღრმა ჭრილობები ჰქონდა ცხვირისა და მარჯვენა ლოყის არეში. ექიმები აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბავშვს ნაიარევი არ დარჩეს. ბავშვი საავადმყოფოდან გამოწერეს და ის სახლში განაგრძობს მკურნალობას.

მცირეწლოვანის დაჭრისთვის დაკავებულ ქალს ბრალი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, ასევე ასეთი დაზიანების მცდელობისთვის ხუთშაბათს წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ელოდება.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის ბრალს არ აღიარებს, აცხადებს, რომ ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია და მსგავსი არაფერი ახსოვს.

ადვოკატის განცხადებით, ის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და ძლიერ პრეპარატებს იღებდა.

„სახალხო არტისტის ოჯახის წევრია...“ – ვინ არის ქალი, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვი დაჭრა>>

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ დაკავებულის ფსიქიკური მდგომარეობა გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ქალი თუნდაც აღიარონ შეურაცხადად, მას დაენიშნება იძულებითი სტაციონარული მკურნალობა დახურული ტიპის დაწესებულებაში. მკურნალობის კურსის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0