მთაწმინდაზე ოჯახს ნიღბიანი ყაჩაღები დაესხნენ თავს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა ოჯახის წევრები დააბეს და გაიტაცეს ფული, ძვირფასეულობა და ავტომობილი

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. თბილისში ხუთი შეიარაღებული ნიღბიანი პირი ყაჩაღურად თავს დაესხა ოჯახს, იუწყება ტელეარხი „მაესტრო“.

ტელეარხის ინფორმაციით, შემთხვევა მთაწმინდაზე, ამაღლების ქუჩაზე გამთენიისას მოხდა.

კლინიკა - Sputnik საქართველო
ნეიროფსიქოლოგი ბიჭუნას დაჭრაზე: ფსიქოლოგიური დახმარება ბავშვის მშობლებსაც სჭირდებათ

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა დააბეს სახლში მყოფი ოჯახის წევრები, წაიღეს ფული, ძვირფასეულობა და ავტომობილი. კერძოდ, საუბარია 60 ათასი ლარის ძვირფასეულობაზე და 20 ათას ლარ ნაღდ ფულზე.

არსებული ინფორმაციით, მოპარული ავტომობილი უკვე იპოვეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ყაჩაღობის ფაქტზე, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0