მარნეულში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 30 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულის მუნიციპალიტეტში 52 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 30 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0