გორის რაიონში ცეცხლს ისევ ებრძვიან: მობილიზებულია სახანძრო ვერტმფრენები – ვიდეო

© photo: Emergency Management Service / FB ხანძრის ჩაქრობის პროცესი სოფელ საყავრესთან
ხანძრის ჩაქრობის პროცესი სოფელ საყავრესთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ხანძარი გუშინ სოფელ საყავრესთან ახლოს ტყეს გაუჩნდა, ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე და ეკალბარდებზე გავრცელდა.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო პროცესში სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 250 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის შვიდი საათიდან განახლდა.

ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ შეინიშნება. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ცეცხლის მოსახლეობასთან ჩამოსვლის საფრთხე არ არსებობს", – აღნიშნავენ უწყებაში.

ყველა ახალი ამბავი
0