ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გრძელდება: დაკავებულია თურქეთის მოქალაქე

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალება შეიძინეს და ეს ფაქტი ფარულად ჩაიწერეს.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ნარკოტიკების პარტიის განადგურება - Sputnik საქართველო
მესაზღვრეებმა თურქეთის მოქალაქეს ნარკოტიკი აღმოუჩინეს

სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალება შეიძინეს და ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა განახორციელეს.

პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული შვიდი აბი „სუბოქსინი" და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა 1 ათასი ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მეხუთე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0