შიდა ქართლის ყველა მეხანძრე და ვერტმფრენი გორის რაიონში ხანძრის ჩაქრობას ცდილობს

© courtesy of Emergency Management Serviceხანძარი ტყეში
ხანძარი ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია ტყის ქვედა საფარზე და ეკალბარდებზე.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გორის მუნიციპალიტეტში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელ საყავრეში ხანძარი რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია ტყის ქვედა საფარზე და ეკალბარდებზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ადგილზე სრულად არის მობილიზებული შიდა ქართლის ყველა სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

 

ყველა ახალი ამბავი
0