წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

© Department of Environmental Supervisionსახერხი საამქრო წალენჯიხაში
სახერხი საამქრო წალენჯიხაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკანონო სახერხი საამქროების მფლობელებს ჯარიმა ან ხუთ წლამდე პატიმრობა ელოდებათ.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უკანონო საამქროებიდან ამოღებულია 11 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი და 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.

რა რაოდენობის ხე მოიჭრა 2018 წელს>>

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლით აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0