ფრთხილად! მიმოქცევაში ყალბი 100-ლარიანი კუპიურებია: სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerასლარიანები
ასლარიანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ცხრა ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში გაასაღეს.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება–გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გაასაღეს ცხრა ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

ფრთხილად! საქართველოში მიმოქცევაში ყალბი 500-ევროიანი კუპიურებია>>

სამართალდამცველებმა დაკავებულების ჩხრეკისას დამატებით ამოიღეს 2 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა, ასევე ყალბი ფულის დასამზადებლად საჭირო ტექნიკური მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა.

გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0