სამხედრომ შემთხვევით ტყვია თავში ისროლა და... გადარჩა

CC0 / Pixabay / janmarcust / პისტოლეტი და ტყვია
პისტოლეტი და ტყვია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხელ წერტილებში ნამსახურებმა სამხედრომ ჯილდოდ გადაცემული პისტოლეტის ლულით საფეთქელი მოიფხანა, რასაც გასროლა მოჰყვა.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ჯილდოდ გადაცემული პისტოლეტიდან შემთხვევით ტყვია თავში დაიხალა, სასწაულებრივად გადარჩა, იუწყება რუსული მასმედია. 

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
მცხეთაში პოლიციელი საკუთარი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, იღბლიანი პოლკოვნიკი 43 წლისაა და ცხელ წერტილებშია ნამსახური.

როგორც ირკვევა, სამხედროს მეუღლესთან თავმოწონება გადაუწყვეტია ნაჩუქარი იარაღით, რომელიც მას 2014 წელს გადაეცა ჯილდოდ ყირიმში გამოჩენილი საბრძოლო დამსახურებისთვის.

„მჭიდს ვამოწმებდი. არ მეგონა, თუ დატენილი იყო. და უცბად, არ დაიჯერებთ, საფეთქელი მომექავა. ლულით მოვიფხანე თავი და მოულოდნელად იქუხა“, — ამბობს გადარჩენილი პოლკოვნიკი.

შეშინებულმა მეუღლემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, რომელმაც დაჭრილი ჰოსპიტალში გადაიყვანა. აღმოჩნდა, რომ ტყვიას ირიბად აესხლიტა და სამხედრო განაკაწრით გადარჩენილიყო. ამიტომ მცირე სამედიცინო დახმარების შემდეგ კაცი შინ გაუშვეს. სახლში დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ ტყვია კედელში გაჭედილიყო, თუმცა მისი ამოძრობა ვერ მოახერხა.

საინფორმაციო საშუალებებში ვარაუდობენ, რომ მომხდარის შემდეგ სამხედროს იარაღს ჩამოართმევენ — შენახვის წესების დარღვევის გამო.

 

ყველა ახალი ამბავი
0