„ახლა აკეთებენ ნიშნებს ორი ბიჭი რომ მანქანაში დაიწვა...“ – სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება

CC0 / Pixabay / ავტოავარია
ავტოავარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 აგვისტოს ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი კი დაშავდა.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით მახარაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან მომხდარი ავარიის მიზეზი ამ გზაზე მშენებლობის აღმნიშვნელი საგზაო ნიშნების არარსებობა გახდა.

დავით მახარაძე გზის ამ მონაკვეთთან გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ უმძიმესი ტრაგედია იმიტომ დატრიალდა, რომ შემთხვევის ადგილზე გზა გადათხრილია, ამის გამო მოხდა ავარია და ორი ბიჭი მანქანაში დაიწვა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
იგოეთთან ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა - მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 აგვისტოს ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი კი დაშავდა. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ისინი კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანეს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 21 წლის შოთა მა­ჩი­ტი­ძე და 25 წლის ვა­ლე­რი თუ­ში­აშ­ვი­ლი არი­ან. მა­ჩი­ტი­ძე წარ­მო­შო­ბით თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თუ­ზი­დან იყო. როგორც ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რივი ამბობს, მან სკო­ლა სო­ფელ­ში და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ კი სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გა­და­ვი­და. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბის ინფორმაციით, შოთა მა­ჩი­ტი­ძე და ვა­ლე­რი თუ­ში­აშ­ვი­ლი სამი თვით ქო­ბუ­ლეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

ყველა ახალი ამბავი
0