114 გრამი ჰეროინი: საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ორ შეკვრად დაფასოებული 114 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

„ბუპრენორფინი", „სუბუტექსი", „მდმა" - პოლიციამ ოთხი პირი დააკავა>>

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0