ხანგრძლივი პატიმრობა ათასი ლარის სანაცვლოდ: დაკავებულია ქრთამის მიმცემიცა და ამღებიც

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიდამნაშავის დაკავება
დამნაშავის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორმა მოქალაქემ უნებართვო მშენებლობის მფარველობისა და რეაგირების არგანხორციელებისთვის ჩინოვნიკს ქრთამი მისცა.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა ქ., ხოლო  ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქეები : კახი კ. და გია მ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ კახი კ-მ და გია მ-მ, უნებართვო მშენებლობებისათვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ გელა ქ-ს ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი“, — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქრთამის აღებას და ქრთამის მიცემას გულისხმობს და ითვალისწინებს შვიდიდან 11 წლამდე ვადით პატიმრობას.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0