ბათუმში დიდი ოდენობით „ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgiaდაკავება, არქივის ფოტო
დაკავება, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 52 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
„ბუპრენორფინი", „სუბუტექსი", „მდმა" - პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრენორფინის“ შემცველი 25 აბი და რამდენიმე ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0