თბილისის ისტორიულ ნაწილში აივანი ჩამოინგრა - დაშავდნენ ტურისტები

CC BY-SA 2.0 / Alexxx Malev / Tbilisiძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

 

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. თბილისში, შოთა ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა, - იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. შემთხვევის შედეგად, რომელიც 16 აგვისტოს საღამოს მოხდა,  ხუთი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არც ერთ მათგანს არ აღენიშნება სერიოზული დაზიანება.

არსებული ინფორმაციით, შენობაში, სადაც შემთხვევა მოხდა, სასტუმრო მდებარეობს და დაშავებულთაგან სამი უცხოელი ტურისტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0