„თბილისი–ზუგდიდის“ მატარებლის  მგზავრებს ბილეთის ღირებულების 25% აუნაზღაურდებათ

© photo: Sputnik / Denis Aslanovმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ტექნიკური მიზეზით შეფერხდა.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik.  სამგზავრო მატარებელი „თბილისი–ზუგდიდის“  მგზავრებს, რომლებიც დღეს დანიშნულების ადგილამდე დაგვიანებით ჩავიდნენ, მგზავრობის ღირებულების 25% აუნაზღაურდებათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ტექნიკური მიზეზით შეფერხდა.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს, ვინც ორი დღის ვადაში „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, გადახდილი თანხის 25% აუნაზღაურდება“, – განაცხადეს კომპანიაში.

მატარებელი ზუგდიდში 1: 35 საათის დაგვიანებით ჩავიდა.



ყველა ახალი ამბავი
0