უსაფრთხოების მიზნით „გალერია თბილისის" შემოწმება მიმდინარეობს

© Sputnik / Shota Nozadzeმეხანძრეები Galleria Tbilisi-ს შენობასთან
მეხანძრეები Galleria Tbilisi-ს შენობასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გალერია თბილისში" გუშინ დაკვამლიანების გამო ევაკუაცია გახდა საჭირო

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში", უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სავენტილაციო სისტემას ამოწმებენ, ნათქვამია „გალერია თბილისის" ფეისბუქ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გუშინ საღამოს თავისუფლების მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „თბილისი გალერიში" დაკვამლიანება მოხდა, რის გამოც მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

დაკვამლიანების მიზეზი ის იყო, რომ შენობის ტექნიკურ სივრცეში სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ალი.

როგორც „გალერია თბილისში" აცხადებენ, შემთხვევის დროს არ დაშავებულა არავინ და ასევე, არ დაზიანებულა ქონება.

© Sputnik / Shota Nozadze„გალერია თბილისი"
უსაფრთხოების მიზნით „გალერია თბილისის შემოწმება მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
„გალერია თბილისი"

ასევე, სავაჭრო ცენტრი მუშაობის განახლების დრო დღეს გახდება ცნობილი. „გალერია თბილისის" ადმინისტრაცია საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

ყველა ახალი ამბავი
0