„საქართველოს ბანკს" თავს დაესხნენ: დაკავებულია ერთი პირი

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაცით, ბრალდებულმა იარაღის მუქარით 10 ათასი ლარი გაიტაცა და მიიმალა

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არ გადაკვეთო! - Sputnik საქართველო
ჩიტაიას ქუჩაზე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 8 აგვისტოს, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალს თავს დაესხა, იარაღის მუქარით 10 ათასი ლარი გაიტაცა და მიიმალა.

პოლიციამ დამნაშავის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და ტანსაცმელი, რომელიც მას ყაჩაღობის დროს ეცვა, ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0