რაში ადანაშაულებს ბოლნისის მოსახლეობა სოფლის მღვდელს

© photo: Sputnik / Stringerძროხა
ძროხა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ მათი საქონელი მამა მიქაელმა დაჭრა, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ სოფელში აღარ უნახავთ.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურის მოსახლეობა სოფლის მღვდელს შინაური პირუტყვის დაჭრაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ადგილობრივები ირწმუნებიან,  რომ ექვსჯერ  გასროლას, რის შედეგადაც ექვსი ძროხა დაიჭრა, წინ უძღოდა დაპირისპირება სასულიერო პირთან, რომელიც სოფლის მოსახლეობას ტყეში მდებარე ეკლესიის მახლობლად  საქონლის გაშვების უფლებას არ აძლევდა.

ძროხა - Sputnik საქართველო
ძროხების მასობრივი დახოცვა მარნეულში: რა შეემთხვა პირუტყვს

„საქონელი ეკლესიის ტერიტორიაზე გადავიდა, ეს ტერიტორია ჩვეულებრივი შუა ტყეა, არანაირი ღობე იქ არ არსებობს, ჩემი ვაჟიც აქ იყო, ამ დროს ექვსჯერ სროლის ხმა გაუგია, იფიქრეს, რომ ტყეში ხალხი ქეიფობს და ისინი ისვრიან, საღამოს საქონელი რომ მობრუნდა, დათვლისას ნახეს, რომ ერთი ძროხა არ არის. დაკარგული ძროხა კი ეკლესიის ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი. დილით შევამჩნიეთ, რომ  ერთის გარდა 5 ძროხაც მსუბუქად  იყო დაჭრილი  მღვდელმა ძროხებს თოფი ესროლა და გაიქცა, მამაო კრძალავს, რომ პირუტყვი ეკლესიის მიმდებრედ გამოჩნდეს“, – ირწმუნება   ადგილობრივი ჯაჰანგირ ბუიდაევი.

დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე  საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0