ერთი მოკლული და ერთ დაშავებული: დამნაშავეს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა

CC BY 2.0 / meesh / barring freedomსაპყრობილე
საპყრობილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ორი ადამიანი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით დაჭრა

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ერთ პირს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს, თბილისში ონაშვილის ქუჩაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ ადამიანს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორემ გაქცევით უშველა თავს.

სამართალდამცველებმა დამნაშავე იმავე დღეს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით.

ყველა ახალი ამბავი
0