ბოდბისხევში ნაპოვნი ადამიანის ძვლები ივნისში დაკარგულ 83 წლის მამაკაცს ეკუთვნის?!

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო!
არ გადაკვეთო! - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მედიის ცნობით, ხანდაზმულს ოჯახი თითქმის ორი თვეა ეძებს.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. სოფელ ბოდბისხევის ტყეში ნაპოვნი ადამიანის ძვლების ფრაგმენტები, სავარაუდოდ, 83 წლის მამაკაცს ეკუთვნის, აცხადებენ შსს-ში.

ხანდაზმული მამაკაცი - Sputnik საქართველო
გურჯაანში 72 წლის მამაკაცი დაიკარგა

ბოდბისხევის ტყეში იპოვეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ადამიანის ძვლები. გამოძიების თანახმად, ნივთები იმ მამაკაცს უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაუჩინარდა.

ქართული მედიის ცნობით, ხანდაზმულს ოჯახი თითქმის ორი თვეა ეძებს. ადგილობრივების ინფორმაცით, მამაკაცს ორი შვილი ჰყავს, თუმცა ის სახლში მარტო ცხოვრობდა. თანასოფლელები ვარაუდობენ, რომ ასაკიდან გამომდინარე, მოხუცმა ტყიდან სახლში დაბრუნება ვეღარ შეძლო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0