კარის დაკეტვა არ დაგავიწყდეთ! - ხობში სახლი გაქურდეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საცხოვრებელი სახლიდან 600 ლარი და ვერცხლის სამაჯურია წაღებული.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ქურდობა, ოჯახური ძალადობა და ნარკომანია: ბოლო წლებში ძალიან გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებს ღამით სახლის კარი ღია დარჩათ, რის შემდეგაც დამნაშავეებმა სახლში შეღწევა მოახერხეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან 600 ლარი და ვერცხლის სამაჯურია წაღებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შენობაში უკანონოდ შეღწევას და ქურდობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0