სტეფანწმინდაში ესტონელი ტურისტი გადაარჩინეს

გამოწერა
ამ დროისთვის ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ესტონელ ტურისტს, რომელიც სოფელ სტეფანწმინდაში ცუდად გახდა, მაშველებმა დროულად აღმოუჩინეს დახმარება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპოლიციო ლენტი - Sputnik საქართველო
ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი დაიღუპა

54 წლის მამაკაცი შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც ესტონელი ტურისტების ჯგუფი სტეფანწმინდის მეტეოსადგურში იმყოფებოდნენ. მამაკაცს დაბალი წნევა ჰქონდა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლონელი ექიმები, რომლებმაც მას სუნთქვის აპარატი მისცეს, თუმცა, მამაკაცს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

უამინდობის გამო მეტეოსადგურის მიმართულებით შეუძლებელი იყო ვერტმფრენის გაფრენა, შესაბამისად, ტურისტების დასახმარებლად სტეფანწმინდიდან გავიდა ხუთკაციანი ქვეითი სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა შეუძლოდმყოფი ესტონელი ტურისტი მეტეოსადგურიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის რაიონის სამაშველო ჯგუფი.

ყველა ახალი ამბავი
0