„ფრეგოს“ საქმე - რაში ადანაშაულებს ადვოკატი „რუსთავი2“-ს

© Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია „ფრეგოს“ დაკავებული მმართველების ადვოკატმა ტელეარხ „რუსთავი2“-ს საქმის პოლიტიზირება დააბრალა

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საწვავის მიწოდება-რეალიზაცია შეჩერებულია ავტოგასამართი სადგურების ქსელ „ფრეგოში“ გიორგი თოფჩიშვილისა და ვლადიმერ ყველაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო.

„ფრეგოს“ დამფუძნებელი დაკავებულია >>

თოფჩიშვილსა და ყველაშვილს, რომლებიც ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიების „ფრეგო“ და „გლობალბიტუმს“ მმართველები არიან, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავებიან. შედეგად, გამოძიების მონაცემებით, კომპანიებმა „ფრეგომ“ და „გლობალბიტუმმა“ არ გადაიხადეს გადასახადები და სახელმწიფოს 2,8 მლნ ლარის ზარალი მიაყენეს.

„ობიექტური მიზეზების გამო შეფერხებულია საწვავის გაცემა ავტოგასამართ სადგურებზე და ვერ ხერხდება საწვავის მიწოდება/რეალიზაცია. კომპანია „ფრეგო“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს არსებულ სიტუაციაში გარკვევა და შეფერხების აღმოფხვრა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადება დაკავებულების ადვოკატმა ნანი ფრიდონაშვილმაც გააკეთა.

ტელეკომპანია Rustavi2-ის შენობა - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“–ის ყოფილი ფინანსური დირექტორი პროკურატურაში გამოკითხეს

„აღნიშნული პირები აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან. თუ გამოძიება დაადგენს ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების ფაქტს, კომპანია მზად არის ბიუჯეტის სასარგებლოდ ზარალი სრულად აანაზღაუროს“, - აცხადებს ფრიდონაშვილი.

ამასთან ადვოკატმა ტელეარხი „რუსთავი2“ საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა.

„ბოლო დროს ტელევიზიებსა და სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა საგამოძიებო ორგანოები გიორგი თოფჩიშვილსა და ვლადიმერ ყველაშვილზე ზეწოლას ახდენენ და რაღაცას აიძულებენ, - სრული აბსურდია და სპეკულაციურ ხასიათს ატარებს“, - აღნიშნა ფრიდონაშვილმა.

„დაიბარებენ ჩვენს ფინანსურ სამსახურებსაც" – ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა >>

მისი თქმით, დაკავებულებისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ არანაირი შანტაჟი არ ყოფილა.

„ამის შესახებ 2019 წლის 1 აგვისტოს დეტალურად ვესაუბრე „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს, მაგრამ ჩემი განცხადების სწორედ ის ნაწილი, სადაც შანტაჟისა და ზეწოლის აბსურდულობაზე ვილაპარაკე, 9-საათიან „კურიერში“ არ გასულა... სამწუხაროდ „რუსთავი2“-მა რიგითი სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურ ჭრილში წარმოადგინა“, - აღნიშნა ფრიდონაშვილმა.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
„მოვყევი ის, რაც მახსოვდა" – ნიკა გვარამია გამომძიებლებთან შეხვედრაზე

გამოძიების მონაცემებით, თოფჩიშვილი და ყველაშვილი დანაშაულებრივ კავშირში იყვნენ საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიასთან, რომელიც დღგ-ში ფიქტიურ აქტივებს ფლობს.

საქმის მასალებით, ეს კომპანია თავისი ფიქტიური აქტივებით აბაჟებდა საწვავს, რომელიც საქართველოში Wise Link Holdings-ის სახელით შემოდიოდა. ამისათვის გამოიყენებოდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია (ინვოისები). შემდეგ კი დაფიქსირდა ამ საწვავის მიწოდება „ფრეგოსა“ და „გლობალბიტუმისთვის“

თოფჩიშვილი არის კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Wise Link Holdings-ის მფლობელი, ყველაშვილი - წარმომადგენელი.

ყველა ახალი ამბავი
0