საბერძნეთის ყალბი პასპორტებისა და ბინადრობის მოწმობების დამზადება – დაკავებულია ოთხი პირი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის დაკავებული პირები დანაშაულს აღიარებენ.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტების, მართვისა და ბინადრობის ყალბი მოწმობების დამზადება–გამოყენების ბრალდებით თბილისში ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
სამედიცინო განათლების ყალბი სერტიფიკატი 950 ლარად: დაკავებულია პროფსასწავლებლის დირექტორი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები: 1970 წელს დაბადებული შ.რ. და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები – 1980 წელს დაბადებული ლ.წ., 1970 წელს დაბადებული ფ.გ. და 1959 წელს დაბადებული ა.ე. ამზადებდნენ საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბ პასპორტებს, მართვისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს, რომლებსაც შემდგომ, ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე ასაღებდნენ.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-შეძენა-შენახვა-გასაღების ან გამოყენების ფაქტებზე (სსკ-ის 362-ე მუხლი) მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0