სამტრედიაში ქალსა და მის უცხოელ მეუღლეს რამდენიმე ადამიანი სასტიკად გაუსწორდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოლ-ქმრის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. სამტრედიაში ქალსა და მის უცხოელ მეუღლეს რამდენიმე ადამიანი სასტიკად გაუსწორდა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ იმედა გოგავაზე დაყრდნობით იუწყება პირველი არხი.

გოგავას თქმით, სამტრედიაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალსა და მის უცხოელ მეუღლეს რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის სასულიერო პირმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„სამტრედიაში დღეს წარმოუდგენელი რამ მოხდა. კერძოდ, ქალაქის მთავარ მაგისტრალზე ქართველი „ვაჟკაცები“ დაუნდობლად გაუსწორდნენ ჩემ მეგობარ ახალგაზრდა გოგოს და მის უცხოელ მეუღლეს, რომლებსაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც გაჟღენთლი იყო დისკრიმინაციული და ჰომოფობიური გამოხტომებით. საგანგაშოა ისიც, რომ ამ ისტორიაში ფიგურირებს მღვდელიც. ამ დროისთვის უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვიმედოვნებ, რომ გამოძიება ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდება, პარალელურად ვაპირებთ საქმის მასალების მედიისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემას“, - წერს საკუთარ Facebook-გვერდზე იმედა გოგავა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტზე ჯერ არც ერთი პირი არ დაუკავებიათ.

ყველა ახალი ამბავი
0