ბათუმში 14 წლის გოგონას მოპედი დაეჯახა

© Sputnik / Olga Kiknavelidzeელექტრომოპედები ბათუმის ბუ;ვარში
ელექტრომოპედები ბათუმის ბუ;ვარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეჯახების მომენტში მოზარდი „ზებრაზე“ გადადიოდა

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოპედი არასრულწლოვანს დაეჯახა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
სვანეთის გზაზე ჩინელი ტურისტი დაიღუპა

დაშავებული 14 წლის გოგონა ​ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმების ცნობით,  მას თავის არეში ტკივილები აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა ჭრილობა ფეხზე. 

 თვითმხილველების განცხადებით, გოგონას მოპედი მაშინ დაეჯახა, როცა ის  „ზებრა'' გადასასვლელზე გადადიოდა. 

გამოძიება სსკ-ის  276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0