სვანეთში შვეიცარიელი ტურისტები დაიკარგნენ

გამოწერა
მაშველებმა ტურისტები ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადმოიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. მაშველებმა რაჭა-ლეჩხუმის ტყეში ორი შვეიცარიელი ტურისტი გადაარჩინეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ლენტეხში, სოფელ ზესხოს მიმდებარედ შვეიცარიის ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში დღის პირველ ნახევარში შევიდა.

ტურისტების დასახმარებლად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 10-კაციანი ქვეითი ჯგუფი გავიდა. სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

მაშველებმა შეძლეს ტურისტებთან სატელეფონო კავშირის დამყარება და მათი ადგილმდებარეობისა და კოორდინატების დადგენა.

რამდენიმესაათიანი საძიებო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად ტურისტები ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადმოიყვანეს.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0