„შიშველი ლოგინში ჩაუწვა...“ – 40 წლის კაცს 11 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობას ედავებიან

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, შიშველი ბრალდებული გოგონას ლოგინში ჩაუწვა და მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება სცადა – ისინი ერთმანეთს არ იცნობენ.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. 40 წლის კაცს პროკურატურა სხვის ბინაში უკანონო შეღწევას, ასევე 11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავება, ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
შვიდი წლის ბავშვის გაუპატიურებასა და ცემაში ბრალდებულს 22 წელი მიუსაჯეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილი დღეს, 31 ივლისს დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს ტ.ხ.-ს საქმეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული ბათუმში მდებარე ე.წ. იტალიურ ეზოში, ერთ-ერთ ბინაში დაუკითხავად შევიდა მაშინ, როცა იქ 11 წლის გოგონას მარტოს ეძინა. შემთხვევა დღისით მოხდა. გოგონა დედასთან ერთად ცხოვრობს, დედა კი ამ დროს სახლში არ იყო.

გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, შიშველი ბრალდებული გოგონას ლოგინში ჩაუწვა და მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება სცადა. გოგონამ ბინიდან გამოსვლა მოახერხა და მეზობელს შველა სთხოვა. დაზარალებული და ბრალდებული ერთმანეთს არ იცნობენ.

იტალიაში ქართველი პატიმარი დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან - ადვოკატი >>>

ადვოკატის თქმით, ბრალდებული დაზარალებულად მიჩნეული გოგონას დედას ქალაქიდან იცნობდა. დედამ უკვე მისცა ჩვენება გამოძიებას ბრალდებულის წინააღმდეგ.

ბრალდებულის ადვოკატის სოლომონ კოჩალიძის თქმით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს. ის წინასწარ პატიმრობაშია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

ამ ეტაპზე, ადვოკატის თქმით, საპროცესო შეთანხმება არ განიხილება.

ყველა ახალი ამბავი
0