ტრაგედია თუშეთში – ნაპოვნია მეშვიდე ადამიანის ცხედარი

გამოწერა
მეშვიდე გარდაცვლილი მაშველებმა სამძებრო ოპერაციიდან მეხუთე დღეს იპოვეს.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თუშეთში, ფშაველი–ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდნილი კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ტრაგედია თუშეთში - Sputnik საქართველო
ტრაგედია თუშეთში: საძიებო სამუშაოების გამო ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გადაიკეტება

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი–ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე 27 ივლისს მოხდა. „კამაზის" მარკის სატვირთო მანქანა, რომელშიც სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. მგზავრების ნაწილმა ხევში გადავარდნამდე მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო.

მაშველებმა გარდაცვლილი 6 ადამიანის ცხედარი ადგილზევე იპოვეს. ხევში გადავარდნილი მეშვიდე ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია – მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი ვაჟი გაგა და ლევან შაბალაიძეები. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლილებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე.

სატვირთო მანქანაზე მყოფი ადამიანები სოფელ ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ. ტრაგედიის გამო თუშეთობის დღესასწაული ჩაიშალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0