ტრაგედია თუშეთში - ორ მგზავრს ამ დრომდე ვერ პოულობენ

© photo: Roads Department of Georgia / FBგზის მშენებლობა თუშეთში
გზის მშენებლობა თუშეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუშეთში სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა

თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაკარგულ ორ მგზავრს მდინარე სტორის სწრაფი დინების და რთული რელიეფის გამო ამ დრომდე ვერ პოულობენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე გუშინ მოხდა. „კამაზის“ ტიპის სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა. ავარიის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი არასრულწლოვანია. მგზავრების ნაწილმა, ხევში გადავარდნამდე, მანქანიდან გადახტომა მოასწრო.

სამაშველო ვერტმფრენი - Sputnik საქართველო
ტრაგედია თუშეთში: ავარიას სავარაუდოდ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

გუშინ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 3 ადამიანი  ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება სულ 5-მა ადამიანმა მიიღო.

თუშეთში სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია - მამა შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი გაგა და ლევან შაბალაიძეები. აქედან ერთი, გაგა შაბალაიძე არასრულწლოვანია. ასევე გარდაცვლილებს შორისაა სატვირთოს მძღოლი ზაურ გიგოიძე.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

თუშეთში სატვირთო მანქანა ხევში მგზავრებიანად ჩავარდა: მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია >>

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ქვემო ალვანიდან არიან. ისინი თუშეთობის დღესასწაულზე დასასწრებად სოფელ ომალოში მიემგზავრებოდნენ. ტრაგედიის გამო თუშეთობის დღესასწაული ჩაიშალა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0