ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში – ერთი დაღუპული და სამი დაშავებული

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ამოტრიალდა.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
სამეგრელოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ამოტრიალდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება.

ყველა ახალი ამბავი
0