ახალციხეში სომხური ეკლესია გაქურდეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ახალციხეში, რაბათის უბანში კვირას გრიგოლ განმანათლებლის სომხური სამოციქულო ეკლესია გაქურდეს, იუწყება პირველი არხი.

დაკავება - Sputnik საქართველო
iTechnics-ის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ახალგაზრდები დააკავეს

ეკლესიის მესანთლემ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ეკლესიიდან დაახლოებით 200 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შენობაში უკანონოდ შეღწევას და ქურდობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

ყველა ახალი ამბავი
0