სად არის იულია სუსლიაკი - შსს განცხადებას ავრცელებს

© The First Channel შსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუსლიაკს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აცხადებენ შსს-ში

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია Imedi შსს-ზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, სუსლიაკის გატაცების შესახებ განცხადება თოდუამ დღეს დილით გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, სუსლიაკი ბაქოდან თბილისში მოდიოდა და ხვალ ადვოკატთან ერთად ბრიფინგის გამართვას გეგმავდა.

„უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. კერძოდ, აღნიშნული კანონის  მე-11 მუხლის 1 პუნქტის „დ“ და „თ“ საფუძველზე, რაც არასაკმარისი ფინანსური სახსრების, სამოგზაურო დაზღვევის არქონას გულისხმობს, ასევე პირი არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველი სამართალდამცველების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქი „ვახტანგისის” გავლით გააბრუნეს აზერბაიჯანის მიმართულებით", - აცხადებენ შსს-ში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ადვოკატი: ორი დღის წინ გათავისუფლებული იულია სუსლიაკი გაიტაცეს

სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, იულია სუსლიაკი სამართალდამცველებს საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ ჰყავთ შეჩერებული და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურისა და პოლიციის მითითებით არის დაკავებული.

„გენერალური პროკურატურის პროკურორების - თეა გიორგაძისა და მარიამ გოგორელიანის პირდაპირი მითითებით, პოლიციის თანამშრომლებმა სამოქალაქო პირებთან ერთად, დღეს 08:30 საათიდან 09:00 საათამდე ბაქო-თბილისის რეისის მე-5 ვაგონიდან, გარდაბნიდან გაიტაცეს იულია სუსლიაკი“, - აცხადებს თოდუა.

ადვოკატის თქმით, ორშაბათს პრესკონფერენციაზე ის და სუსლიაკი აპირებდნენ გამოძიების დეტალებზე ლაპარაკს. სწორედ ამ პრესკონფერენციას უკავშირებს ადვოკატი ამ გატაცებას.

იულია სუსლიაკი პატიმრობიდან პარასკევს გათავისუფლდა. მისი ადვოკატი აცხადებდა, რომ ის იმ დროისთვის იმყოფებოდა კონსპირაციულ ბინაში. პროკურატურამ თავად მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმება, საქმე გააუქმა და უკრაინას გადასცა, რამდენადაც, თოდუას თქმით, „ვერ მოახერხა საქმის გამოძიება და მტკიცებულებების მოპოვება".

პროკურატურა - Sputnik საქართველო
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი თავისუფალია

საქართველოში ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ათი ბავშვიდან იულია მხოლოდ ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, დანარჩენი ბავშვები სუროგატმა დედებმა გააჩინეს. რაც შეეხება იური სუსლიაკს, ის ათივე ბავშვის მამაა. ეს არის ოჯახის ადვოკატის მთავარი არგუმენტი, რომ ბავშვების არანაირი ყიდვა-გაყიდვა არ ყოფილა და, შესაბამისად, იულია უდანაშაულოა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იულია სუსლიაკი ბავშვებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.

მან მასმედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ათივე ბავშვი კვებითი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა.

მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებული ბავშვების მიმართ აგრესიას ავლენდა და მათ ცუდ პირობებში ამყოფებდა. ბავშვების უგულებელყოფის ფაქტზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისგან განცალკევების გადაწყვეტილება.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
იულია სუსლიაკის საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება

საქმე ამით არ დასრულებულა. შსს-მ საეჭვოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს იყო დაბადებული და გამოძიება დაიწყო. უფრო მეტიც, გამოძიების დასაწყისში სამინისტრომ განაცხადა, რომ ეძებს მე-11 ბავშვს, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ ქალმა უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვი წაიყვანა, საქართველოში კი 10 ბავშვით ჩამოვიდა.

იულია სუსლიაკის მეუღლის იური სუსლიაკის მტკიცებით, ცხრა თვის ბავშვი რუსეთში გარდაიცვალა და ოჯახს გააჩნია მტკიცებულებები – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

პროკურორი თეა გიორგაძე, თავის მხრივ, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ პროკურატურას გააჩნია უცხოეთიდან მიღებული დოკუმენტი, რომელიც ბავშვის გაყიდვის ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, ეს დოკუმენტი გახდა საფუძველი, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეს ბრალი წარედგინა.

პარალელურად გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაშიც, სადაც გაირკვევა, თუ ვინ გადაუხადა სუროგატ დედას თანხა და ვინ იყო შუამავალი.

ყველა ახალი ამბავი
0