1500 ლარი ტექნიკის გამოყენების სანაცვლოდ – რატომ დააკავეს ერთ-ერთი შპს-ის მენეჯერი

გამოწერა
დაკავებულს ოთხ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი შპს-ის მენეჯერმა მოქალაქეს, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე კომპანიის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 1,5 ათასი ლარი, საიდანაც წინასწარ რვაასი ლარი აიღო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0